საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის დიდი შემართებით ემზადება:
"ძალიან პოზიტიური გარემოა, დიდი პოზიტივითა და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით არ დამთავრდეს ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ აქამდე, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ,"- აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 ივნისს, 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ავტორი ლაშა დვალიშვილი.