ის, რაც წლების განმავლობაში რეზო ესაძის ოჯახში ინახებოდა და მის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, ახლა უკვე ეროვნულ არქივშია. რეჟისორის შვილმა, მინდია ესაძემ ოჯახის გადაწყვეტილებით, ფოტოები ექსპერიმენტული სტუდია - "დებიუტის" საარქივო დოკუმენტები და რეზო ესაძის სამი ფილმი, ეროვნულ არქივს გადასცა.
"ერთი ნახვით შეყვარება" - 1957 წელს არის გადაღებული. ფილმში არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი თუ ფრაზაა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ალბათ კინოშედევრის შეფარული სცენარია. "ერთი ნახვით შეყვარება", საბჭოთა პერიოდში, რეპრესირებული იყო და ფირიდან ჩამორეცხვაც ემუქრებოდა. ფილმის გამო, რეჟისორს გადაღებები 6 წლით აუკრძალეს.
ფილმების საწყისს მასალებთან ერთად, მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წერილობითი დოკუმენტები და ის ფოტომასალა, რომელიც დეტალურად ასახავს ფილმების გადაღების პროცესს.
კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი, რომელმაც გადაიღო 11 ფილმი და შეასრულა 122 კინოროლი. 2019 წელს კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. რეჟისორის განვლილ გზას, სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეისწავლიან, რის შემდეგაც, რეზო ესაძის პირადი არქივი, ბინას, მკვლევართა დარბაზში დაიდებს.