ქართული ფეხბურთის ევროპული თავგადასავალი გრძელდება - 26 საათი მორიგ ისტორიულ შეხვედრამდე.
ევრო 2024-ზე, "ჯვაროსნების" შემდეგი გაჩერება ქალაქი კიოლნია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ევროპაზე ქართული სიტყვა უკვე ითქვა - ჩვენი ქვეყანა 16 საუკეთესოთა რიგებშია. სწორედ ამიტომ, ამ ზღაპრის ბოლოც რომ კეთილი იქნება ამის დღეს ყველას სჯერა. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველების მომავალი მეტოქე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია და ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო - განწყობა მაინც ამაღლებულია.
ქართველი ფეხბურთელები მორიგი სასწაულისთვის მზად არიან და ქვეყანას კიდევ ერთ წარმატებას ჰპირდებიან.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.