25 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი ისე უშეცდომოდ, როგორც პორტუგალიასთან და შემდეგ გადავიდეთ შეტევაზე - გიორგი მამარდაშვილი

"ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი ისე უშეცდომოდ, როგორც პორტუგალიასთან და შემდეგ გადავიდეთ შეტევაზე," - ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტების შექმნა.

"ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი ისე უშეცდომოდ, როგორც პორტუგალიასთან და შემდეგ გადავიდეთ შეტევაზე. გვყავს სწრაფი ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ ბევრი ხიფათი შექმნან ესპანეთის საჯარიმოში, ასე რომ, ველოდებით რთულ, დაძაბულ თამაშს. ვითამაშებთ უკნიდან, ჩემი აზრით, მაგრამ შეტევაში ვიქნებით სახიფათოები,"-განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 ივნისს, 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

დღის ამბები