25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
შიდა თუ გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეები, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და საგარეო პრიორიტეტები - დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს კითხვები დაუსვეს

შიდა თუ გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეები, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და საგარეო პრიორიტეტები - სწორედ ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც კანონმდებლებმა ირაკლი კობახიძეს 17 კითხვა დაუსვეს და პასუხებიც მოისმინეს.

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, პრემიერის ანგარიშს არ დაესწრო, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. "გირჩის" წევრებმა პრემიერის მოხსენება ბოლომდე მოისმინეს და ტრიბუნა კითხვა-პასუხის ფორმატშიც გამოიყენეს.

ანგარიშს უსმენდა დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით, კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა.

პრემიერ-მინისტრთან კითხვა-პასუხს, გლობალური ეკონომიკური პროექტების განხილვისა და ამ პროექტების მნიშვნელოვან შედეგებზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შემდგომი ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, სწორედ ეკონომიკური განვითარება იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხების შემდეგ, ტრიბუნა ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაიკავეს. წლიური ანგარიში უმრავლესობის ლიდერმა შეაჯამა და ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა. დეზინფორმაციული კამპანია და არჩევნების ლეგიტიმაცია, ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელსაც მამუკა მდინარაძე მთავარ გამოწვევად ასახელებს.

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო. საგაზაფხულო სესია ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

დღის ამბები