25 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ წინასწარ, რომ ორი გამოწვევის წინაშე ვიქნებით - კვლავ გაგრძელდება კამპანია "არა რუსულ კანონს" და სამომავლო ფეიკ-კამპანია იქნება "არჩევნები გაყალბდა" - მამუკა მდინარაძე

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ წინასწარ, რომ ორი გამოწვევის წინაშე ვიქნებით - კვლავ გაგრძელდება კამპანია "არა რუსულ კანონს" და სამომავლო ფეიკ-კამპანია იქნება "არჩევნები გაყალბდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

მისი თქმით, ამ ფეიკ-კამპანიასთან გამკლავებისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

"აი, ამ ორი გამოწვევის წინაშე ვიქნებით და მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ წინასწარვე, რომ კვლავ გაგრძელდება საუკუნის აფერად სწორად წოდებული კამპანია „არა რუსულ კანონს“, რომელიც ჩავარდა საქართველოში და მეორე, სამომავლო ფეიკ-კამპანია იქნება "არჩევნები გაყალბდა". ჩვენ ამ ორ კამპანიასთან მოგვიწევს გამკლავება თქვენთან ერთად, მეგობრებო და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები