25 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
მმართველი გუნდი პატიმართა ამნისტიას გეგმავს

შედგენილი და მომზადებულია შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაო პროცესში, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო იყო ჩართული. 

"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, ალბათ ივლისში მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება, პირველი მოსმენით, ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება. თქვენი ჩართულობა იქნება ღირებული, თუ თქვენგანაც იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გათვალისწინებას. კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ არ არის დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 000-მდე პატიმარი გვყავს და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა, რომ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. ამისთვის სასურველი იქნებოდა, სულ მცირე, დაახლოებით, 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, ამნისტიის კანონი, რომელიც არის მომზადებული, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს. დაინიცირდება კანონპროექტი და იმედი გვაქვს, თქვენი აქტიური ჩართულობის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩაერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში", – განაცხადა პრემიერმა.

 

 

დღის ამბები