25 ნოემბერი 2024,   07:05
ვრცლად
მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, "ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს- მამუკა მდინარაძე

მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, "ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, "ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში. არსებობს მათი ტელევიზიები და აბა რომელიმე მათგანს ერთი სიტყვა თუ დასცდა ამასთან დაკავშირებით, ამ უპრეცედენტო ღალატზე - რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო უნდა ამორიცხულიყო. ისინი ყველაფერს ცდილობენ რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან, შემდეგ მოდიან და გეკითხებიან რატომ აშორებ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსო. გიდგენენ შენ აშორებო და თვითონ იღვწიან რომ ეს გააკეთონ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები