25 ნოემბერი 2024,   07:04
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს

"ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები