ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 2:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ნაკრები ევროპის ორგზის ჩემპიონს - ესპანეთს დაუპირისპირდება.
ათასობით გულშემატკივრის შემდეგი გაჩერება ქალაქი კიოლნია. არენა "რაინ ენერგიაზე" მატჩი 30 ივნისს გაიმართება.
ეროვნული ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
"საოცარი დღე იყო ქართული ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ერთიანობა - ეს არის ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება. ყველა ერთნაირად ემზადება თამაშისთვის, ყველა ერთნაირად დებს ყველაფერს." - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი