25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმესთან დაკავშირებით ცნობილია - კომიტეტმა დარღვევა რამდენიმე მუხლში დაადგინა

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმესთან დაკავშირებით ცნობილია. კომიტეტმა დარღვევა რამდენიმე მუხლში დაადგინა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბავშვები ძალადობის მძიმე ფორმებისგან.

კომიტეტს საქმის შესწავლის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებმა მიმართეს.

მათი განცხადებით, გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტისგან სახელმწიფომ რამდენიმე რეკომენდაცია და ვალდებულება მიიღო. მათ შორის არის კომპენსაცია და საქმის ხელახალი გამოძიება.

 

დღის ამბები