საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიაზე გამარჯვების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს. ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით კიოლნში“, - წერს ქოჩორაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.