25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რატომ გახდა დღეს ევროპისთვის ელემენტარული გამჭვირვალობა რუსული მოვლენა - ირაკლი ქადაგიშვილი

რატომ გახდა დღეს ევროპისთვის ელემენტარული გამჭვირვალობა რუსული მოვლენა - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტარები ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლებიან:

"კანონის წაკითხვის და მისი გააზრების საშუალება, ევროპაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების დროს პარალიზებულია. რას ნიშნავს კანონი არის რუსული? შეიძლება ამ კანონის წაკითხვა და შედარება რუსულთან, ამერიკულთან, კანადურთან, ფრანგულთან და მხოლოდ ამის შემდეგ დასკვნის გაკეთება.

არავინ არ ამბობს რა პუნქტი და რა მუხლია მიუღებელი, რატომ გახდა დღეს ევროპისთვის ელემენტარული გამჭვირვალობა რუსული მოვლენა? ამაზე რადგან პასუხი არ აქვთ, ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლებიან," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევას.

დღის ამბები