მიხეილ მესხის სტადიონზე გულშემატკივრები იკრიბებიან, ტრიბუნები ნელ-ნელა ივსება. 15 000 ადგილია გულშემატკივრისთვის გამოყოფილი, ადგილზე 6 მონიტორია დამონტაჟებული. გულშემატკივრებში დადებითი განწყობა და მოლოდინებია. "კურიერის" გადამღები ჯგუფი სტადიონზე მყოფ პატარა გულშემატკივრებს გაესაუბრა.
"პატარა ერი ვართ დიდი გულით და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რადგან დიდი გული გვაქვს და მონდომებულები ვართ. ძალა ერთობაშია."
"მამარდაშვილი ჩვენი მეკარეა, კაშია - ჩვენი მცველი, რომელიც ჯიბეში ჩაისვამს კრიშტიანუ რონალდუს,"- აცხადებენ პატარა გულშემატკივრები.