25 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
კიტეიშვილი დაბრუნდა - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა წარმოადგინა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩამდე, საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. აღსანიშნავია, რომ, ტრავმის შემდეგ, ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა და ის პორტუგალიის ნაკრებს სასტარტო შემადგენლობიდან შეუტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრების თამაშზე პოზიტიურად აისახება.

რაც შეეხება დანარჩენ შემადგენლობას, ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, შემადგენლობა ასე გამოიყურება: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო.

საქართველოს ნაკრების მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

 

დღის ამბები