ქართული სიმღერა და ქართული შეძახილები, ეროვნული ნაკრების მაისურები და საქართველოს ეროვნული დროშები - გელზენკირხენი დღეს მესამე გაქართულებული გერმანული ქალაქი გახდა. 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი ჯერ სპეციალურ ფან ზონაში შეიკრიბა, რომელიც სტადიონისგან 6 კილომეტრით არის დაშორებული.
გერმანიაში მყოფი ქართველების უმეტესობა ახლა უკვე სტადიონზე იმყოფება. "აუფშალკე არენა", რომელმაც 2004-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა, მთლიანად გადაჭრელებულია ქართული დროშებით. პორტუგალიას ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, ამიტომ მსოფლიოში ახლა არავინ ისე არ ელოდება ბრძოლის დაწყებას, როგორც ქართველები.