25 ნოემბერი 2024,   07:06
ვრცლად
ერთიანობის დეკლარაციიდან ერთიან კოალიციამდე - მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტზე ხელმომწერებს მოუწოდებს, პარტიებმა თანამშრომლობა საქმითაც დაადასტურონ

ერთიანობის დეკლარაციიდან ერთიან კოალიციამდე - მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტზე ხელმომწერებს მოუწოდებს, პარტიებმა თანამშრომლობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ. ლიდერის მორიგი მოწოდების შესრულების იმედს არ კარგავს პატიმარი ექსპრეზიდენტის პარტიაც.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარისგან განსხვავებით, ყოფილი ამტკიცებს, რომ საზოგადოების დაკვეთა პირიქით, ოპოზიციის რამდენიმე ფრონტად გაშლაა.

ნიკა მელია სააკაშვილის მორიგ ინიციატივას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი სია ეფექტური არ არის, რაც კვლევებმა დაადასტურა.

მელია-გვარამიას მსგავსად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას გამორიცხავს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდიც. "ლელოში" ამბობენ, რომ მათთვის კიდევ ერთი წითელი ხაზი გახარიას პარტიაა. გახარიას პარტიაში კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ არც "ლელოსთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ გაერთიანდებიან.

მმართველი პარტია დარწმუნებული, რომ ოპოზიცია წარმატების კონფიგურაციას უშედეგოდ ეძებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების მთავარი პრობლემა საზოგადოების უნდობლობაა.

ერთიანი ფრონტით თუ რამდენიმე ცენტრით - საარჩევნო კონფიგურაციაზე ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვეტილება 8 ივლისამდე უნდა მიიღოს. პარტიებმა ვადა ე.წ. ერთიანობის დეკლარაციით განსაზღვრეს.

დღის ამბები