25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ვენეციის კომისია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის წინააღმდეგ - კომისიის რეკომენდაციების შინაარსი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შინაარსი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია და მის გაზიარებას არ აპირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ უცხოელი შემფასებლების პოზიციები "ქართულ ოცნების" და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მომზადებულ პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრება ცნობილი დღეს გახდა. საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ერთსქესიანი წყვილების უფლებებს არღვევს - ქორწინების, შვილად აყვანისა და იდენტობის თვითგამორკვევის ნაწილში. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცვლილებების განხილვის შეჩერებაა.

იზიარებს თუ არა ვენეციის კომისიის მოსაზრებას ოპოზიცია? კითხვა დღეს თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დაისვა. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, მეორე ნაწილისთვის კი, არც ვენეციის რეკომენდაციაა მისაღები და არც - წარდგენილი ცვლილებები.

მმართველი გუნდი ოპონენტებისგან პოზიციის საჯარო დაფიქსირებას ელოდება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ კონკრეტულად უნდა თქვას, მხარს უჭერს კანონპროექტს, თუ - ლგბტ პროპაგანდას. სახელისუფლებო ძალა ოპოზიციას ვადას ხვალამდე აძლევს, რის გამოც, დღეს, პროექტის კენჭისყრაც გადაიდო.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მომზადებული ცვლილებებს, საგაზაფხულო სესიაზე, მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღებენ. საშემოდგომო სესიაზე კი, პროექტს უკვე კანონის ძალა მიეცემა.

დღის ამბები