25 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ქართული ინოვაცია - ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია - რატი ბრეგაძე

ქართული ინოვაცია - ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია. სასწაულები რომ ხდება და ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, - წერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში.

როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, სოფიაში გამართულ ევროპული სასჯელაღსრულების სისტემების ყოველწლიურ კონკურსში საქართველო სამეულში შევიდა.

"ეს დიდი წარმატება ბევრი ღირსეული ადამიანის გონივრული და მონდომებული შრომის შედეგია. წლების წინ ამაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდით, დღეს კი საქართველოში პატიმრებს დისტანციური სწავლების მეთოდით უნივერსიტეტში განათლების მიღება შეუძლიათ.

ბედნიერი ვარ, რომ სათანადო შეფასება დავიმსახურეთ და მადლობა ჩვენს ევროპელ კოლეგებს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გული ჩადო და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი სჯერა და გვგულშემატკივრობს.

წინ ბევრი სასიამოვნო სიახლეა", - წერს მინისტრი.

დღის ამბები