საქართველო-პორტუგალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისთვის ემზადება ქალაქი მცხეთა. მატჩის ჩვენება დაგეგმილია სვეტიცხოვლის მოედანზე.
საქართველოს ქომაგობა მოსახლეობას, 23:00 საათიდან, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც შეეძლება. თუ ამინდი გაუარესდება, მატჩის ტრანსლაცია დახურულ სივრცეებში გადაინაცვლებს. ამის შესახებ გულშემატკივრებს წინასწარ შეატყობინებენ.