ქუთაისში ქომაგები ამჯერად სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ორგანიზატორებს, წვიმის გამო, ეკრანების გადატანა დახურულ სივრცეში მოუწიათ. ამასთან, ორგანიზატორები ქუთაისელებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს. მატჩის დაწყებამდე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
რაც შეეხება გულშემატკივრების განწყობას, მათ პოზიტიური მოლოდინები აქვთ და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის დამარცხებას შეძლებს.
დღეს, 26 ივნისს, გელზენკირხენის "აუფ შალკე არენაზე" საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მესამე მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. მატჩი, საქართველოს დროით, 23:00 საათზე დაიწყება.