25 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ერთი დღე საქართველო-პორტუგალიის მატჩამდე - ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოში მოძრაობა შეჩერდება

დარჩენილია ერთი დღე და 3 საათი - ხვალ ერთმანეთს ხვდებიან საქართველო, რომელიც პირველად არის ევროპაზე და პორტუგალია, რომელიც ჩემპიონატის ისტორიაში 9-ვე ფლეიოფშია გასული. ამ მხრივ, ყველაზე მეტი - ასპროცენტიანი რეზულტატი აქვს. თუმცა, თავისი რეკორდები უკვე საქართველოსაც აქვს.

პირველ ორ ტურში პირველ ადგილზეა მეკარე, რომელსაც საქართველოს კედელიც კი უწოდეს. გიორგი მამარდაშვილის 16 სეივი და გიორგი მიქაუტაძე, რომელიც, ორი გოლით ორ თამაშში, ასევე პირველ ადგილზე იყო. ხვალ საქართველო და პორტუგალია ისტორიაში მეორედ შეხვდება.

2016 წლის ევროპის ჩემპიონს, ქართველებთან დამარცხების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. ასე რომ, საქართველოს სენსაციის მოხდენის მცირე, მაგრამ შანსი მაინც აქვს. თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოში მოძრაობა შეჩერდება.

3 მილიონ-ნახევარი ადამიანის ხმას საქართველოს ნაკრებს გელზენ კირხენის ფელტინს არენაზე 10 000-ზე მეტი ქართველი ქომაგი გააგონებს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

 

დღის ამბები