25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ეს არის "ქართული ოცნების" სამარცხვინო სადეზინფორმაციო კამპანია, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია - საბა ბუაძე

ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მორიგ ბრალდებას პარტია "ლელოში" ეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ლიდერების მხრიდან რაიმე სახის ფინანსურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდათ, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე დეზინფორმაციაზე საუბრობს.

"ეს არის "ქართული ოცნების" სამარცხვინო სადეზინფორმაციო კამპანია. თუმცა, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ, პანდემიის დროს, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს ივანიშვილმა წაართვა ეს ტერიტორია და გადასცა თავისთან დაკავშირებულ დავით ხიდაშელს. მთლიანობაში, ასეთი ინვესტიციების წინააღმდეგ ბრძოლაში იხარჯება გადასახადის გადამხდელთა თანხა და 250 მილიონამდე არის ასული უკვე საერთაშორისო დავებში და არბიტრაჟებში გადახდილი თანხა," - აცხადებს საბა ბუაძე.

ბიზნესმენის ინტერესების დამცველი, რომელიც ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, TBC კაპიტალის მხრიდან შეცდომაში იყო შეყვანილი, რომელმაც 1 400 000 დოლარის ობლიგაციები შეიძინა კომპანია "იმერეთი გრინერიში". აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა Georgian Fresh Holding-ის მფლობელობაში მყოფ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიაში ჰქონდათ წილები მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. როგორც ადვოკატი ამბობს, კომპანიას, 2019 წლიდან, დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოსთან და წაგებაზე იყო ორიენტირებული.

დღის ამბები