25 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მორიგი ბრალდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - მათ კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდათ

მორიგი ბრალდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - მათ კიდევ ერთი მომჩივანი ბიზნესმენი გამოუჩნდათ, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს. ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც მისი ინტერესების დამცველი ამ ეტაპზე არ ასახელებს, დავობს 1 400 000 დოლარის ზარალზე.

ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, TBC კაპიტალის მხრიდან შეცდომაში იყო შეყვანილი, რომელმაც 1 400 000 დოლარის ობლიგაციები შეიძინა კომპანია "იმერეთი გრინერიში". აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა Georgian Fresh Holding-ის მფლობელობაში მყოფ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიაში ჰქონდათ წილები მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

როგორც ადვოკატი ამბობს, კომპანიას 2019 წლიდან დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოსთან და მოგებაზე არ იყო გასული.

იურისტი განმარტავს, რომ, მარეგულირებლის პასუხის შემდეგ, საქმე სავარაუდო თაღლითობის შესახებ პროკურატურაში წავა.

"TBC ბანკმა შესთავაზა, რომ ჩაედო აღნიშნული სოლიდური თანხა "იმერეთი გრინერის" ობლიგაციებში, რომლის ოდენობა შეადგენდა მილიონ 450 ათას ამერიკულ დოლარს. იმავე პერიოდში არ იყო გაზიარებული სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავაც, იმერეთი გრინერი იმ პერიოდისთვის არარენტაბელური კომპანია იყო და წაგებაზე ორიენტირებული იყო. ამასთან, გააჩნდა სოლიდური დავალიანება სახელმწიფოსა და სხვადასხვა კრედიტორის წინაშე. მიმართული გვაქვს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რასთან დაკავშირებითაც, ველოდებით გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გვეცნობება მარეგულირებლის პასუხი, აუცილებლად წავალთ სავარაუდო თაღლითობის ფაქტებთან მიმართებით პროკურატურაში," - აცხადებს ადვოკატი ბეჟან ნემსაძე.

 

დღის ამბები