ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარი იყო ალავერდში. დაზიანებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა. ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შედეგად დაზიანდა ტაძრის გუმბათი და სხვა ინფრასტრუქტურა. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა.
ადგილზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.