6 დღის წინ დაკარგული ლევან ახალკაციშვილი, რომელსაც ოჯახი ამ დრომდე ეძებდა, ცოცხალი იპოვეს. როგორც "რუსთავი 2-ს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცი უჯარმასთან იპოვეს, თუმცა გაუჩინარების მიზეზებზე არ საუბრობს.
"შედარებით გამხდარია", - ამბობს ახლობელი და დასძენს, რომ ახალკაციშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები არ აქვს, თუმცა ექიმთან ვიზიტს მაინც აპირებენ.