25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
კენიაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია კენიაში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენეს. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია პარლამენტთან, სადაც კანონმდებლები გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს დემონსტრაციებისა და საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, მომიტინგეები მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.

დღის ამბები