ბუდუ გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთთან განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვილი სანიოლმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ბუდუ გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთთან განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.
თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა, მაგრამ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. მინდა, მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ,"- განაცხადა ვილი სანიოლმა.