25 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
იმედია, თამაში ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანუს მაისურიც ჩემკენ წამოვა - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ, გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, თამაშის წინ არ ღელავს და, პირიქით, მოტივირებულია. 

"ღელვას არ ვგრძნობ. პირიქით, ბედნიერი ვარ. ვოცნებობდი, რონალდუსთან რომ მეთამაშა. რონალდუც ასაკშია, ევროპაში აღარ თამაშობს და ახლა ისე დაემთხვა, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვდა. ძალიან ბედნიერი ვარ თამაშით. მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, რომ თამაში ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანუს მაისურიც ჩემკენ წამოვა", - განაცხადა ფეხბურთელმა. 

დღის ამბები