25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის რიგით მეცხრე ვეტო - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიდან "ქართული ოცნებისთვის" მისაღები არცერთი არ აღმოჩნდა

რიგით მე-9 ვეტო მეცხრედ დაიძლევა. "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები, ვერც ორბელიანების სასახლეში დაწერილ დოკუმენტში ამოიკითხა და ვერც სხდომაზე, ვეტოს წარდგენისას. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ცესკოზე ზურაბიშვილის იერიში, მის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას, გადაწყვეტილების მისაღებად, 12-ის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება. კომისიაში მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, დანარჩენ 8-ს კი სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენს. ამ მოცემულობაში, საარჩევნო ადმინისტრაცია ამბობს, რომ კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილებები ოპოზიციის ფართო ჩართულობით მიიღება, ბრალდებების მიზანი კი მხოლოდ ცესკოს დისკრედიტაციაა.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ, ცვლილებების შემდეგ, ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ექნება. საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მოტივირებული შენიშვნების განხილვას არც სესიაზე დაესწრებიან.

პრეზიდენტსა და ოპოზიციას საარჩევნო პროცესის საბოტაჟში ადანაშაულებს უმრავლესობა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ არჩევნების თემის დისკრედიტაციის მცდელობა მიზანმიმართულად ხდება.

სალომე ზურაბიშვილის მე-9 ვეტოს მმართველი გუნდი მიმდინარე კვირაში დაძლევს.

 

დღის ამბები