25 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პოლონეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ეკონომიკის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პოლონეთისა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორისაა მნიშვნელოვანი შეთანხმება ფრინველის ექსპორტის შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, ფრინველის გრიპის (HPAI) გავრცელების მიუხედავად, ჩინეთი პოლონური ფრინველის ექსპორტს არ შეაჩერებს. პროდუქტის ექსპორტი ჩინეთში ქვეყნის მხოლოდ იმ ტერიტორიიდან აიკრძალება, სადაც ვირუსია გავრცელებული.

საერთო ჯამში, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უზრუნველყვეს ხელმოწერა ხუთ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობა და საკარანტინო მოთხოვნები პოლონეთის სურსათის ექსპორტისთვის.

პოლონეთი და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 75-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინსა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, სი ძინპინმა რთულ საერთაშორისო გარემოში, მშვიდობისთვის ორივე ქვეყნის წვლილზე ისაუბრა.

ანდჯეი დუდამ სი ძინპინი პოლონეთში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ, 2025 წელს, პოლონეთის მხრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებს გააღრმავებს.

დუდას ხუთდღიანი ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრები გამართა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის - ქვეყნის ლიდერთან, სი ძინპინთან, სადაც სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს.

წყარო: tvpworld.com

დღის ამბები