25 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსთან" ერთად, ათზე მეტმა პარტიამ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაცია წარადგინა

“პატრიოტთა ალიანსთან” ერთად, ათზე მეტმა პარტიამ საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაცია წარადგინა. როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, დეკლარაციას ხელს აწერს ყველა კონსერვატიული პარტია, რომელიც საქართველოში არსებობს.

მისივე თქმით ერთობის მიზანია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ეროვნული, კონსერვატიული და ტრადიციონალისტების დღის წესრიგი.

"დღეს საფუძველი ჩაემატა საქართველოს პატრიოტთა ერთობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი საზოგადოების მხრიდან. კონსერვატიული საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იყო მოთხოვნა, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად, რომ გავერთიანებულიყავით კონსერვატიული ძალები, ტრადიციონალისტები, ეროვნული პარტიები და მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ შედგა ეს ერთობა,“ - აცხადებს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

დღის ამბები