25 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ვაგრძელებთ ბრძოლას პორტუგალიის ნაკრებთან, რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნაკრების ფეხბურთელების განწყობას, მათი თქმით, წინ რთული მეტოქესთან დაპირისპირება ელოდებათ, თუმცა ბრძოლა გრძელდება და წარმატებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.

"ვაგრძელებთ ბრძოლას. შემდეგი თამაში გველოდება პორტუგალიის ნაკრებთან. რთული თამაში იქნება ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია ამ ჩემპიონატის, თუმცა ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ რა იქნება," - განაცხადა ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები