25 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა - ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ - ვილი სანიოლი

პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა, ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ, - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი.

მისი თქმით, ახლა მთავარი ნაკრებისთვის გამოცდილების მიღებაა.

"ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ეს გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიღების მიზანი იყო გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სადებიუტო ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ეს არის გამოცდილება, სადაც ბევრის სწავლა შეგვიძლია და ეს დაეხმარება საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ. პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა. ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. იქნებ, უკეთაც ვითამაშოთ," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღის ამბები