სულთმოფენობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა მიტროპოლიტმა. მეუფე იაკობმა ამბიონიდან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესზე. აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს და გადაწყვეტილებები საქართველოშივე უნდა იყოს მიღებული.
"მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი, კონგრესი, სეიმი, რუსეთის დუმა თუ რაც იქნება, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და რაღაც ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე, მერე გამოდიან და, - საქართველოსო ყველაფერი უნდა გავუჩეროთო.
ჩვენ გამოვაგზავნეთ, ავტორიტეტები არიან ჩვენთან? ნუ ერევით, ნუ ჰყოფთ ცხვირს, ვისაც გეხებათ ხო, ესტონეთი იქნება, ბალტიისპირეთი თუ სხვა, ნუ ჰყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეებში.
ამერიკელებს ვთხოვ, რომ ჩვენთან სწორი ურთიერთობა დაამყარონ იმიტომ, რომ შეიძლება 42 მილიონი და რაღაცა ვიღაცებს გადაუხადონ, გაიყიდონ, მაგრამ არჩევნებში მაინც დამარცხდებიან, რადგან იმათი არჩევანი იქნება 50, 60 ან 70 მილიონი, ქართველი კაცი, მინდა, იცოდნენ, რომ არ იყიდება.
თუ გინდათ ურთიერთობა ვინმეს, გქონდეთ ურთიერთობა ისეთებთან, როგორებიც ვართ და თუ არა - ნუ გვაძალებთ, რომ გავხდეთ ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ. თქვენ იყავით ისეთები, როგორც მოგწონთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, ღმერთს რომ მოეწონება.
მიიღებენ მძიმე რაღაცებს და ჩვენც მძიმე რეაქცია გვექნება. თუ უშველით პრეზიდენტის რაღაცა, ახლანდელი პრეზიდენტი იქნება თუ წინა პრეზიდენტები, იმათი აზრები თუ უშველის, ამ გამყიდველი ადამიანების - ვნახოთ. ქართველები მებრძოლი ერი ვართ, ქრისტეს მებრძოლი ერი ვართ და ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ,“ - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).