ჰამბურგის სტადიონზე შთამბეჭდავი გულშემატკივრობის შემდეგ, ქართველი ქომაგები გერმანიაში რჩებიან. ეროვნული ნაკრები გელზენკირხენის სტადიონზე, 3 დღეში, კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას იგრძნობს.
"შედეგი ისტორიულია. მადლობა ბიჭებს, ჩვენ მერვედფინალში გავალთ" - ასე ამხნევებენ გულშემატკივრები "ჯვაროსნებს" და ამბობენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვების მოლოდინი აქვთ.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.