25 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას სურს, თავიდან აიცილოს დაძაბულობის წარმოქმნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს დიპლომატიური არხებით შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის შექმნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ამ მექანიზმის ამოქმედების დაწყების ინიციატივით გამოდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები