25 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"მსოფლიო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. 2024 წლის საკონკურსო თემა იყო "მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე".

კონკურსის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაციაა.

კონკურსში მონაწილეობა 15 წლამდე მოზარდებმა მიიღეს. მთლიანობაში, ორგანიზატორებთან 600-მდე წერილი შევიდა, გამარჯვებული კი სამ ნომინაციაში გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელის წერილი შვეიცარიაში, "მსოფლიო საფოსტო კავშირში" გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 9 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ფოსტით ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები