წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჩინეთის სამხრეთში - დაღუპულია 47 და ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი. გუანდონგის პროვინციაში, ქალაქ მეიჟოუში, კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, 9 ივნისის შემდეგ, სტიქიამ სულ მცირე 55 ადამიანი იმსხვერპლა.