გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კაიზერსლაუტერნში, ამერიკული სამხედრო ავიაბაზის - რამშტაინის დახურვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ გერმანიის ხელისუფლებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაჩერებლად, მშვიდობიანი გზების გამონახვისკენ მოუწოდეს.