ინდოეთში, ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. 100-მდე პირი ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სასმელს სავარაუდოდ მეთანოლი ჰქონდა გარეული.
შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ. ფალსიფიცირებული ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვასთან დაკავშირებით, დაკავებულია შვიდი ადამიანი.