რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ, ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, ჩეხეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა.
"რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ, ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში გვაქვს პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, ჩვენ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.
ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში გამოჩნდა ის ქართული სულისკვეთება, რაც თითოეულ ქართველს გვაქვს. ეს ხალხი, ვინც აქ მოვიდა დაგვეხმარა იმაში, რომ ეს ქართული სულისკვეთება გამოგვემჟღავნებინა. მადლობა მათ რომ ჩამოვიდნენ ამხელა გზაზე საქართველოდან გერმანიაში და მხარი დაგვიჭირეს, რადგან საოცარი ატმოსფერო შექმნეს ორივე თამაშში. დიდი მადლობა მათ, რადგან მათ გარეშე ასეთ დონეზე ვერ ვითამაშებდით,"- განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ევრო 2024-ზე საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.