25 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
დღეიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისი კლასიკური და თანამედროვე ბალეტის ფესტივალის მასპინძელია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, თანამედროვე ქორეოგრაფის მარია ბარიოსის დადგმა თამაშდება. ”თვალის დახამხამება”- თბილისის ბალეტის ფესტივალს გახსნის.

"ფერფლი" - ასე ჰქვია დანიელი ქორეოგრაფის სებასტიან კლობორგის ახალ ნამუშევარს, რომელსაც ქართველი და უცხოელი სოლისტებისგან დაკომპლექტებული საბალეტო დასი, სპეციალურად ფესტივალისთვის ამზადებდა. საპრემიერო დადგმასთან ერთად მაყურებლებს ლადო ვაჩნაძის გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობაც ექნებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სცენები თეატრალური დადგმებიდან.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ,"ჟიზელი” პირველად ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა, 25 ივნისს კი ადოლფ ადანინის ბალეტიდან წამყვან პარტიებს მსოფლიო ბალეტის გამორჩეული მოცეკვავეები დანიელ სიმკინი და მარია კოჩეკტოვა შეასრულებენ.

ისტორიულ დადგმაზე დაფუძნებული ქორეოგრაფიული ბალეტი - ბაიდერაა, რომლის პრემიერაც თეატრის სცენაზე სეზონის დასაწყისში შედგა. ახლა კი დინამიურ ბალეტს, განახლებული შემადგენლობით ფესტივალზე წარმოადგენენ.

თბილისის ბალეტის ფესტივალის საიუბილეო მე-5 სეზონს 30 ივნისს "გედების ტბა”, დახურავს რომელშიც ინგლისის სამეფო ბალეტის სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას. ყველაზე მასშტაბური საბალეტო ფესტივალი ხვალ დაიწყება.

 

 

დღის ამბები