საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების ისტორიული თამაშის საგულშემატკივროდ, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. ეწყობა სპეციალური ეკრანი, სადაც გულშემატკივრებს ისტორიული მატჩის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს დროშებით არის გაფორმებული ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ფეხბურთის დაწყებამდე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მეორე შეხვედრას დღეს გამართავს და ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით, 17:00 საათზე დაიწყება.