ორი საათი ისტორიულ თამაშამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მეორე შეხვედრას გამართავს და ჩეხეთს დაუპირისპირდება.
სამზადისია სტადიონზე და სტადიონთან. დღევანდელი მატჩისთვის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ემზადებიან ქართველი გულშემატკივრებიც.
ქომაგები უკვე ჰამბურგში სტადიონთან არიან. ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ათასობით ქართველი ჩავიდა. არ წყდება გამამხნევებელი შეძახილები, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.