25 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"მაინც ფორმალურად პრეზიდენტია და გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ფსკერს იპყრობს ზურაბიშვილი, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია" - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის მიმართვას გერმანიაში შეკრებილი საქართველოს ელჩების მიმართ, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ ღალატობს ქვეყანას. 

"მაინც ფორმალურად პრეზიდენტია და მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ფსკერს იპყრობს ზურაბიშვილი, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია. აქ უკვე საუბარია ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქის განცხადებაზე, რომელიც ღიად და საჯაროდ ღალატობს ქვეყანას და ასევე მოუწოდებს ელჩებსაც ქვეყნის ღალატისკენ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მიმართვაში არ წერია. 

 

დღის ამბები