თბილისში მყოფი გულშემატკივრებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დიდ ეკრანებზე ისტორიული მატჩის ჩვენება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. დამონტაჟებულია ეკრანები, მოწყობილია სპეციალური სივრცეები.
თბილისის გარდა, განსაკუთრებული სამზადისია რეგიონებშიც- საქართველოს ყველა ქალაქში, ღია ჩვენებები დიდ ეკრანებზე მოეწყობა. ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილზე სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, სადაც ასევე მეწარმეების მიერ მოეწყობა კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.