25 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ბრალდება დაუმძიმდებათ პირებს, რომლებიც ვარკეთილში 19 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ - ნაცემი ახალგაზრდა გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს, ხელებით და ფეხებით, თავისა და სხეულის არეში, მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული, უგონო მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები