25 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სიმშვიდესა და სტაბილურობაში - საქართველოს საპატიო კონსული გერმანიაში

გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. დიასპორა, ელჩები, გერმანელი სტუმრები და პრემიერი - ბერლინში 26 მაისის მიღება გაიმართა.

ღონისძიება ევროკავშირის, გერმანიისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

საქართველოს საპატიო კონსული გერმანიაში აცხადებს, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, იენს გიუნთერმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

"ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. 200 წლის წინ დავიწყეთ საქართველოსთან ურთიერთობები და 20-იან წლებშიც პირველი მხარდამჭერები გახლდით. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სიმშვიდესა და სტაბილურობაში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,"- აცხადებს საქართველოს საპატიო კონსული.

დღის ამბები