პარტია "საქართველოსთვის" ითხოვს, გამოვლინდნენ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირები. გიორგი გახარიას გუნდის წევრები დღეს წიწამურში მივიდნენ. მათი თქმით, ერთი კვირაა, თბილისელების ნაწილი წყლის გარეშეა, პასუხისმგებლობა კი ამ დრომდე არავის აუღია.
საპასუხო კომენტარი გაკეთდა GWP-ში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.
თბილისის წყალმომარაგება სრულად 25 ივნისს აღდგება.